2015 წლის 10 ივნისს, 15 საათზე, მედიაკლუბის „RE-სტარტი“ და სასწავლო პროექტის „მოდელირებული პრესკონფერენცია“ ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან, მწერალ ნაირა გელაშვილთან. მონაწილეობდნენ, არამარტო მედია-კომუნიკაციის პროგრამის, არამედ საჯარო მართვისა და პოლიტიკის და სხვა სპეციალობის სტუდენტები. შეხვედრა აქტიური დიკუსიის ფორმატით წარიმართა.
საუბრის თემა იყო „ჩვენი დროების თავისებურებანი“.
ქალბატონმა ნაირამ, საპატიო სტუმართა წიგნში, საკუთარი დამოკიდებულება და სურვილი გამოხატა უნივერსიტეტის ყველა წევრის მიმართ.