საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ავსტრიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ავსტრიაში

2015 წლის 16-20 მაისს ბიზნესისა და მართვის სკოლის დელეგაცია, ასოცირებული პროფესორის მაია მელაძის, ტურიზმის პროგრამის სტუდენტების - თამარ ბერძენიშვილისა და თამარ კუბლაშვილის შემადგენლობით საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიაში http://www.etourism-students.com/Iscontour/.

 

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ზალცბურგისა (Salzburg University of Applied Sciences) და კრემსის (IMC University of Applied Sciences Krems) უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში - ISCONTOUR 2015 (International Student Conference in Tourism Research).

 

დელეგაციის წევრები შეხვდნენ კრემსისა (IMC University of Applied Sciences Krems) და ზალცბურგის (Salzburg University of Applied Sciences) უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები: ერთობლივი პროექტების განხორციელების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლის შესაძლებლობა და ა.შ.

 

სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

\"\"