საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა NISPAcee წევრი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა NISPAcee წევრი გახდა

NISPAcee საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა NISPAcee წევრი გახდა.

 

NISPAcee (THE NETWORK OF INSTITUTES AND SCHOOLS OF PUBLIC ADMINISTRATION IN CENTRAL AND EASTERN EUROPE) არის ცენტრალუ-რი და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების სკოლებისა და ინსტი-ტუტების ქსელი, რომელიც ხელს უწყობს ერთობლივი კვლევითი, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.

 

NISPAcee მისიაა, ხელი შეუწყოს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის გამართული პრაქტიკის დანერგვას. საჯარო მმართველობის, საჯარო პოლიტიკისა და თვითმმართველობის სფეროში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვასა და მის ეფექტურ განხორციელებას.

 

NISPAcee ძირითადი საქმიანობაა საჯარო ადმინისტრირების დისციპლინებისა და სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა. იგი ზრუნავს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის სასწავლო, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ხარისხის განვითარებაზე.

 

აღნიშნულ ორგანიზაციაში 30-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე სუბიექტია გაერ-თიანებული. მათ შორის არიან უნივერსიტეტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა NISPAcee წევრებთან მჭიდრო თანამშრობლობას გეგმავს.