სტუდენტების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

2015 წლის 23 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტები საქმიანი ვიზით იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში, სადაც დაესწრნენ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომას და მოისმინეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გამოსვლა. შემდეგ კი შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებისთვის ჩატარდა საექსკურსიო ტური გიდის თანხლებით, რითაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ პარლამენტის სტრუქტურას, კანონშემოქმედებით საქმიანობას და, ზოგადად, საკანონმდებლო პროცესს. ასევე დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.