2015 წლის 11, 12, და 21 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა „ალმა მატერის არაფორმალური განათლების ფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც მე-10, მე 11 და მე 12 კლასის მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში - ტრენინგებსა და ვორქშოფებში. პროექტის მიზანი იყო, მოზარდებს შორის არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარება.