2015 წლის, 14 ივნისს 08:00 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის სკოლის, ტურიზმის პროგრამის I და II დონის სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის დაფინანსებით, მოეწყო სასწავლო ტური ყაზბეგში. სტუდენტებმა ტურიზმის პროფესორ მაკა ფირანაშვილთან ერთად შეადგინეს და დაამუშავეს სასწავლო ტური, მოამზადეს სასწავლო თემატიკა და მოინახულეს ღირსშესანიშნაობები: გერგეთის სამება, დარიალის ხეობაში წმინდა მთავარანგელოზის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, სნოს ციხე და ხევის სიონი.
სასწავლო ექსკურსიები ხელს უწყობს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარის განვითარებას, სტუდენტების მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, საქართველოს დაცული ტერიტორიების გაცნობას და ა.შ.
სასწავლო ტურის ბოლოს ჩატარდა პრეზენტაცია.
სტუდენტები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ თბილისში.