საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ-საქართველო და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებენ პარტნიორულ შეთანხმებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.
კონკურსის შედეგად შეირჩა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კიდევ ერთი სტუდენტი გვანცა ძნელაძე, რომელიც 2015 წლის 2 ივლისს 6 კვირით გაემგზავრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში სტაჟირების გასავლელად.
სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯი უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, ხოლო საცხოვრებელისა და კვების ხარჯებს ფარავს საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია აისეკი.