2015 წლის 3 ივლისს, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის დაფინანსებით, მოეწყო სამდღიანი სასწავლო ტური სამეგრელოსა და სვანეთში. სტუდენტებმა, პროფესორ მაკა ფირანაშვილისა და ლელა გიორგაძის ხელმძღვანელობით, შეადგინეს სასწავლო ტურიი მარშრუტი.
სამი დღის განმავლობაში მოინახულეს შემდეგი ღირსშესანიშნაობები: მარტვილის კანიონი, ზუგდიდში დადიანების სასახლე, ჯვრის წყალსაცავი მდინარე ენგურზე, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, უშგულის ლამარიას ტაძარი, უშგულში თამარ მეფის კოშკი, ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, სადაც ასვლა განხორციელდა საბაგირო გზით.
სტუდენტები, ამ ტურით, გაეცნენ საქართველოს ლოკალურ ტურისტულ პოტენციალს, შეისწავლეს სამეგ-რელოსა და სვანეთის ეთნო-სამზარეულო და ტრადიციები, ახალი გამოცდილება შეიძინეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარის განვითარების თვალსაზრისით, პრაქტიკულად დაეუფლენ ტურისტული მარშრუტის სწორად ფორმირების ტექნოლოგიას.
სასწავლო ტურის დასრულების შემდეგ ჩატარდა შემაჯამებელი პრეზენტაცია.