2015 წლის 2 - 5 ივნისს, ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენის მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესი სამედიცინო მეცნიერებებში. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მედიცინის სკოლის მეორე აკადემიური წლის ოთხმა სტუდენტმა: ანა ჩიკვაიძემ, თამარ ბოკუჩავამ, მეგი ფაჩულიამ და ანანო ბექაიამ.
კონგრესს ესწრებოდნენ მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის სტუდენტები, მეცნიერები და ექიმები. წარმოდგენილი იყო, როგორც სტომატოლოგიური, ისე მედიცინის სხვა დარგის სამეცნიერო და კლინიკური ხასიათის მოხსენებები. მედიცინის სკოლის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა სექციაში. მათ მოისმინეს მოხსენებები და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში თერაპიული, ორთოპედიული, ყბა-სახის, ქირურგიულ-იმპლანტოლოგიური და სხვა მიმართულებით.
სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.