სტიქიით დაზარალებული ოჯახების შვილების ვიზიტი უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტიქიით დაზარალებული ოჯახების შვილების ვიზიტი უნივერსიტეტში

2015 წლის 17 ივლისს, თბილისის სტიქიით დაზარალებული ოჯახის შვილები, რომლებიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გრიგოლეთში, სასტუმრო ანდამატში, ესტუმრნენ უნივერსიტეტს, დაათვალიერეს მისი ახალი კამპუსი და შეხვდნენ რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს.

 

ვიზიტორებმა აღფრთოვანება გამოხატეს ახალი კამპუსით და რექტორს გაუზიარეს დასვენებით მიღებული შთაბეჭდილებები - განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ემოციის მართვის ტრენინგისთვის, რომელსაც ატარებდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ანდღულაძე.

 

თავის მხრივ, რექტორმა მადლობა გადაუხადა სასტუმრო ანდამატის ხელმძღვანელობას და საბურთალოს რაიონის გამგეობას ამ პროექტის მხარდაჭერისთვის - განსაკუთრებით აღნიშნა პროფესორ დავით ანდღულაძის როლი, რომელმაც ანაზღაურების გარეშე ჩაატარა აღნიშნული ტრენინგი.

 

რექტორმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და გადასცა უნივერსიტეტის სასაჩუქრე ნაკრები და წიგნები.