გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები გივი კაპანაძე და სალომე ფხალაძე 2014წლის 3 ივლისიდან ერთი სემესტრით იმყოფებოდნენ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში. სწავლების პროცესი დაფინანსდებული იყო გერმანული მხარის მიერ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები. გერმანიაში დაგროვილი კრედიტები მათ ჩაეთვალათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.