გრიგოლ რობაქიძის სახელობის სტუდენტები, საკუთარი სურვილით, ინგლისურ ან სხვა უცხოურ ენასთან ერთად, ირჩევენ ნებისმიერ მეორე ევროპულ ენას. გასულ წელს, სტუდენტთა გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა ფრანგული ენის შესწავლა. მომზადების დონე იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ამა წლის ივნისის თვეში, მათ ჩააბარეს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა ფრანგულ ენაში (DELF), რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ბაზაზე.
ვულოცავთ მათ წარმატებას!