ვიზიტი ევროპაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიზიტი ევროპაში


2015 წლის 30 მაისს, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის, მათ შორის ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტები, უნივერსიტეტის დაფინანსებით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საფრანგეთში, გერმანიასა და ლუქსემბურგში:

 

31 მაისი - მოეწყო ექსკურსია სტრასბურგის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად.

 

1 ივნისი - შედგა შეხვედრა ევროპის საბჭოში, სადაც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ინტერაქტიური ლექცია ევროპის საბჭოს ისტორიის, მისი სტრუქტურის, მუშაობის სპეციფიკის, რეგლამენტისა და შემადგენლობის შესახებ. სტუდენტებმა დაათვალიერეს ევროსაბჭოს შენობა.

 

2 ივნისი - სტუდენტები გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ შტუდგარდში, დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები და მოინახულეს მერსედეს-ბენცის ცნობილი მუზეუმი.

 

3 ივნისი - ორგანიზებულ იქნა ვიზიტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც სტუდენტები დაესწრნენ სასამართლო პროცესს - Dogan and Others v. turkey. მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლე ნონა წოწორია შეხვდა. ქალბატონმა ნონამ დეტალურად ისაუბრა სასამართლოს საქმიანობაზე, მის სტრუქტურასა და გადაწყვეტილების აღსრულების პროცესზე. მან სტუდენტთა ყველა შეკითხვას უპასუხა.

 

4 ივნისი - სტუდენტები ევროპულ პარლამენტს ეწვივნენ სტრასბურგში; დაათვალიერეს შენობა, მიიღეს საინტერესო და ამომწურავი ინფორმაცია ევროპული პარლამენტის შექმნის, მისი განვითარების, არჩევის წესის, მისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციონირების შესახებ. გაიმართა საინტერესო დისკუსია.

 

5 ივნისი - მოეწყო ტური ლუქსემბურგში. ქალაქის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების შემდეგ, შედგა ვიზიტი ევროპული პარლამენტის ლუქსემბურგის ოფისსა და მართლმსაჯულების სასამართლოში, სადაც მოეწყო შეხვედრა პასუხისმგებელ პირებთან, გაიმართა დისკუსია საერთაშორისო მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის საკითხებზე.

 

6 ივნისს - სტუდენტები საქართველოში წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.