საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, თურქეთისა და ესტონეთის ელჩებთან - თომას ლუკთან და ლევენთ მურათ ბურჰანთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუდენტებთან შესახვედრად ეწვია.
ვიცე-პრემიერის ვიზიტი, ნატოს საინფრომაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. ლექციის თემა: ალიანსის თანამედროვე გამოწვევები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის არსებული ინსტრუმენტები იყო.
საქართვლოს ვიცე-პრემიერსა და ელჩებთან შეხვედრას, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ლექცია საინტერესოდ წარიმართა და სტუმრების მიმართვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ნატოს საინფორმაციო კუთხე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში უკვე ორი წელია არსებობს და სტუდენტებისთვის ნატოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI