გამარჯვება თურქეთის საერთაშორისო ფესტივალზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამარჯვება თურქეთის საერთაშორისო ფესტივალზე

2010 წლის 18-25 მაისს, არჰავის მუნიციპალიტეტის (თურქეთი) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო  დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს სტუდენტებმა - გიორგი ახვლედიანმა, გიორგი ბერელიძემ, ალექსანდრე იაკობაშვილმა და გიორგი კარანაძემ საუკეთესო დოკუმენტური კინოსთვის “ახალგაზრდა ქალაქი” გრან-პრი მოიპოვეს.

 
კონკურსში საქართველოს გარდა მონაწილეობას იღებდა 6 ქვეყანა: აზერბაიჯანი, ეგვიპტე, ბულგარეთი, მაკედონია, ირანი და თურქეთი. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოდან გაგზავნილ იყვნენ შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტებიც. სტუდენტების ამოცანა არჰავის, ახლად აშენებული ქალაქის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, სადაც თურქი სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას, გრან-პრი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს. მნიშვნელოვანია, რომ დავალება - საკუთარი ქალაქის უკეთესად წარმოჩენა, მასპინძლებზე უკეთ ქართველმა სტუდენტებმა შეძლეს.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტებს ულოცავს გამარჯვებას და მათ მიღწევას 2010 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის სტატუსს ანიჭებს.