ევროკომისიის ექსპერტი ჩვენს შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევროკომისიის ექსპერტი ჩვენს შესახებ

2009 წლის 1 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ვიზიტათ იმყოფებოდა ევროკომისიის განათლების მენეჯმენტის ექსპერტი, რეიმსის უნივერსიტეტის პროფესორი ჟილ რუე.

 

ექსპერტის მიზანი იყო შეესწავლა უნივერსიტეტის ჩართულობის ხარისხი ბოლონიის პროცესში საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის კონტექსტში. იგი გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას - აკადემიურ პროგრამებს, მარეგულირებელ დოკუმენტებს, სასწავლო რესურსებს და მაღალი შეფასება მისცა ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მუშაობას.

 

მან აღნიშნა:

...ევროპის უნივერსიტეტების მხოლოდ ერთმა მესამედმა შესძლო დაეკმაყოფილებინა ბოლონიის პროცესის მოთხოვნები. ცხადად ვხედავ, რომ თქვენ მათ შორის ხართ, მაგრამ საინტერესოა ასე ახალგაზრდა უნივერსიტეტმა როგორ მოახერხა ეს?.

 

შეხვედრის ბოლოს დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.