დასაქმებით პირველ ხუთეულში ვართ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმებით პირველ ხუთეულში ვართ

იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIEP/UNESCO) მიერ მომზადდა სიტუაციური ანალიზი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმის შესახებ. გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ “24 საათის” მასალიდან ამ ანალიზის შედეგებზე:

 
“იუნესკოს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის“ წარმომადგენლის, ბატონი ვარგეზეს განცხადებით, “კერძო უმაღლესი სასწავლებლების პოპულარობის მიზეზი, სწორედ, მათი საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტაცია და სწავლების ახალი მეთოდებია. ეს კი, შემდგომში დამქირავებელთა ინტერესს და ამ სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალ კოეფიციენტს განაპირობებს“.
 
შემდგომ გაზეთი წერს:
...მართლაც, დღეს საქართველოში არსებობს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს უტოლდება. საშუალოდ, ამ უმაღლესდამთავრებულთა 86 პროცენტი სამომავლოდ სამსახურს თავისივე სპეციალობით პოულობს. მაშინ, როდესაც პოპულარული ფაკულტეტების სახელმწიფო სექტორის კურსდამთავრებულთაგან მხოლოდ 26 პროცენტია დასაქმებული, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ეს ციფრი 2-4 პროცენტამდე მერყეობს.მეორეს მხრივ კი, არსებობს 26 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ყოველ წელიწადს სხვადასხვა სპეციალობის სახელმწიფო დიპლომებით ათასობით სტუდენტს უშვებს. სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი დღეს უკვე აღარავის სჭირდება.
 
...კერძო უმაღლესი სასწავლებლებიდან დღეს რეალურად მხოლოდ რამდენიმე ასრულებს თავის ფუნქციას...
 
IIEP/UNESCO, საქართველოს უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებს შორის, დასაქმების მაჩვენებლით, გამოჰყოფს პირველ ხუთეულს - ESM-თბილისი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ALMA MATER, შავი ზღვის უნივერსიტეტი, GIPA, კავკასიის ბიზნეს სკოლა, რომელთა კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა, შრომის ბაზარზე, ყველაზე მაღალია - საშუალოდ 86 პროცენტი.
 

სტატისტიკა




     
  • დასაქმებულია სახელმწიფო და სამართალ-დაცვით სისტემაში
  • დასაქმებულია ეკონომიკის, ბიზნესის სფეროში
  • დასაქმებულია განათლების სისტემაში
  • დასაქმებულია მედიის სფეროში
  • დასაქმებულია სამედიცინო სფეროში
  • დასაქმებულია და აგრძელებს სწავლას   
                                                         
                                                                                                                              
                                      
 
  • დასაქმებულია კერძო კომპანიებში
  • დასაქმებულია სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებში
  • დასაქმებულია და აგრძელებს სწავლას