იტვირთება...
ტრენინგი: პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი: პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმებისთვის ჩაატარებს აკრედიტებულ ტრენინგს: „პაციენტზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა ექიმებისთვის“.

 

ექიმისა და პაციენტის სწორი ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებას, სწორ დიაგნოზსა და ეფექტური მკურნალობის დაგეგმვას, შესაბამისად, ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

  • სამედიცინო კომუნიკაციის თავისებურებებს;
  • ექიმსა და პაციენტს შორის არსებული ბარიერების მოხსნის მეთოდებს;
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკას;
  • კონფლიქტური სიტუაციისა და რთული პაციენტების მართვას;
  • პაციენტზე ორიენტირებული ვიზიტის სქემას;
  • პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მეთოდებს;

 

მსმენელებს მიენიჭებათ 6 უპგ ქულა.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (6 საათი)

 

ჩატარების თარიღი:

  • 30 ოქტომბერი, 16:00 სთ.
  • 31 ოქტომბერი, 11:00 სთ.

 

მისამართი: თბილისი, ერმილე ბედიას ქუჩა №33, ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი.

 

ტრენერი: ჯანდაცვის მაგისტრი, ჯანდაცვის მარკეტინგის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, სოფიო გოგელაშვილი.