იტვირთება...
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება

2026 წლის 5-7 ნოემბერს გაიმართება ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

კონფერენცია გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მიზანია ახალგაზრდებს შორის ილია ჭავჭავაძის მრავალმხრივი მოღვაწეობის - მისი ეროვნული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და ეკონომიკური, ასევე, სამწერლობო-მთარგმნელობითი საქმიანობის - კიდევ ერთხელ წარმოჩენა და ახალგაზრდებს შორის ილიას იდეების პოპულარიზაცია.

 

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სექციები:

  • სამართალი და პოლიტიკის მეცნიერებები;
  • განათლება და მეცნიერება;
  • ილიას ლიტერატურული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა;
  • ეკონომიკა და საბანკო საქმე;
  • მედია და საზოგადოებრივი აზრი;
  • ქართველოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 სექტემბრამდე განცხადება და თეზისები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: javakhishvili_students@tsu.ge

 

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 2026 წლის 5 ოქტომბერამდე.

 

საკონტაქტო პირი: ასოცირებული პროფესორი - ეკატერინე ნავროზაშვილი.

ელფოსტა: ekaterine.navrozashvili@tsu.ge