დაიწყო განაცხადების მიღება 2027-2028 აკადემიური წლისათვის შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მაქსიმალური ასაკი 35 წელია.
პროგრამა მოიცავს სტიპენდიის სამ სახეობას:
- კვლევით სტიპენდიას, რომელიც განკუთვნილია დოქტორანტებისათვის და გაიცემა მაქსიმუმ 12 თვით;
- სადოქტორო სტიპენდიას, რომელიც, ასევე, განკუთვნილია დოქტორანტებისათვის და ითვალისწინებს დაფინანსებას მაქსიმუმ 36 თვის განმავლობაში;
- ხელოვნების სტიპენდიას, რომელიც განკუთვნილია ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისათვის და გაიცემა მაქსიმუმ 21 თვით.
განაცხადების მიღება დაიწყო 2026 წლის 20 აგვისტოს, ხოლო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა, ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში დამატებით გამოქვეყნდება შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.sbfi.admin.ch/en/swiss-government-excellence-scholarships

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა