2026 წლის 5-6 მარტს, უნგრეთში, ბუდაპეშტში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „პოლიტიკა და გავლენა – ტრანსნაციონალური ოჯახების მხარდამჭერი ეფექტური პოლიტიკა“, რომელიც დაგეგმილია COST Action-ის (TraFaDy) ქსელის ფარგლებში.
კონფერენციაზე მიწვეულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი - ლელა გოგინავა.
ორდღიანი ფორუმი გააერთიანებს TraFaDy-ის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის 50-მდე წევრს. შეჯამდება აქამდე ჩატარებული კვლევების შედეგები, შემუშავდება ტრანსნაციონალური ოჯახური დინამიკის მხარდამჭერი ეფექტური პოლიტიკის დოკუმენტები (Policy Papers). ერთ-ერთ საკვანძო საკითხად განიხილება ოჯახების გაერთიანება.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგი დოქტორანტებისათვის, რომელიც ორგანიზებულია მიგრაციის საერთაშორისო ჰაბის - IMISCOE-ს, მიგრანტთა ტრანსნაციონალიზმის მუდმივმოქმედ კომიტეტთან (MITRA) თანამშრომლობით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა