გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი მიმდინარე წლის 30 აპრილს გეგმავს საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის - „მიგრაცია და მართვა: გამოწვევები, პოლიტიკა და პრაქტიკა“, გამართვას.
კონფერენციის მიზანი: კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მიგრაციის თანამედროვე პროცესების შესახებ მსჯელობას, მისი მართვის მრავალგანზომილებიანი ასპექტების გააზრებას, აღნიშნულ გამოწვევებზე მოსაზრებებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარებას.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტს.
კონფერენციის თემატიკა: ნაშრომების საორიენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს (არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩამოთვლილით):
- მიგრაციის თეორიები და თანამედროვე ტენდენციები;
- მიგრაციის მართვის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა;
- იძულებითი მიგრაცია, ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებლები;
- შრომითი მიგრაცია და შრომის ბაზარი;
- მიგრაცია, განათლება და ინტეგრაცია;
- მიგრანტთა უფლებები და სოციალური დაცვა;
- გენდერი და მიგრაცია;
- ტრანსნაციონალური ოჯახები და მიგრაციის სოციალური გავლენა;
- მიგრაცია და უსაფრთხოება;
- მიგრაციის მართვის პრაქტიკა საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილება;
- მიგრაცია და ციფრული ტექნოლოგიები.
სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული.
რეგლამენტი: მოხსენება 15 წთ., კითხვა პასუხი - 5წთ.;
ფორმატი: ჰიბრიდული;
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- რეგისტრაცია ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/3reKRBYqD9jxVQAG6
აბსტრაქტის მოთხოვნები:
- მოცულობა (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
- ენა: ქართული ან ინგლისური;
- აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს კვლევის მიზანს, საკვლევ კითხვას, მეთოდოლოგიასა და ძირითად მიგნებებს.
შერჩეული აბსტრაქტების ავტორები მოწვეული იქნებიან ზეპირი მოხსენების წარსადგენად.
შეფასება და წარდგენის მოთხოვნები:
აბსტრაქტის შერჩევის შემთხვევაში ავტორი ვალდებულია, წარმოადგინოს:
- სრული სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური ეთიკისა და სტანდარტის მოთხოვნებს;
- პრეზენტაცია PowerPoint (PPP) ზეპირი მოხსენებისთვის (მაქსიმუმ 8–10 სლაიდი), რომელშიც შეიძლება აისახოს ცხრილები, გრაფიკები და მოკლე განმარტებითი შენიშვნები.
- კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომი არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული და წარდგენილი სხვა კონფერენციაზე ან გამოცემაში.
მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა შესრულდეს ინგლისურ ან ქართულ ენებზე და განსაზღვრული ვადების დაცვით გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტაზე: cmds@gruni.edu.ge (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).
კონფერენციაზე წარმოდგენილ ნაშრომს შეაფასებს სამეცნიერო კომიტეტი და გამოავლენს რვა საუკეთესო ნაშრომის ავტორს. მათი ნაშრომები დაიბეჭდება კვლევითი ცენტრის სტუდენტურ შრომათა კრებულში და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: შესაბამისობა კონფერენციის თემატიკასთან; საკითხის აქტუალობა; არგუმენტაცია; ანალიზის სიღრმე; ტექსტის სიცხადე; დასკვნების შესაბამისობა შედეგებთან, მიზანსა და ამოცანებთან; კვლევის სიახლე; აკადემიური ციტირების სტილი, პრეზენტაბელურობა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- რეგისტრაციის ბოლო ვადა და აბსტრაქტის წარდგენა 2026 წლის 19 თებერვალი, თბილისის დროით 18:00 სთ.
- კონფერენციაში მონაწილეობისათვის შერჩეული კანდიდატების შეტყობინება არაუგვიანეს 2026 წლის 12 მარტისა;
- სამეცნიერო ნაშრომისა და PPP პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა - 2026 წლის 23 აპრილი, თბილისის დროით 18:00 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლელა გოგინავა, დირექტორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მობ: (+995) 599755959, ელ. ფოსტა: l.goginava@gruni.edu.ge
ტატიანა სიჭინავა, მკვლევარი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მობ: (+995) 599803119, ელ. ფოსტა: t.sitchinava@gruni.edu.ge
რეგისტრაცია უფასოა

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა