იტვირთება...
პროფესორ ნორიაკი ნიშიამას საჯარო ლექცია გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ ნორიაკი ნიშიამას საჯარო ლექცია გრუნიში

2025 წლის 10 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართება იაპონელი პროფესორის, ურბანულ დაგეგმვაში, ტურიზმის დიზაინსა და კულტურული მემკვიდრეობის მართვაში წამყვანი ექსპერტის - ნორიაკი ნიშიამას, საჯარო ლექცია : „ადგილობრივი მოსახლეობის ჩათულობაზე დაფუძნებული მემკვიდრეობის მდგრადი დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“.

 

ლექცია განკუთვნილია: ტურიზმის სფეროს პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის.

 

მომხსენებლის პროფილი:
პროფესორ ნიშიამას მიღებული აქვს ინჟინერიის დოქტორის ხარისხი კიოტოს უნივერსიტეტიდან. წარსულში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს ფიჯიში, ირანსა და პერუში. არის იაპონიის ეროვნული საკონსულტაციო საბჭოების წევრი, მათ შორის, კულტურის საქმეთა სააგენტოსა და მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროსთან არსებული კომიტეტების წევრი.

 

მიღწევები:

  • UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციის პროექტების მრჩეველი (მაგ. კინტაიკიოს ხიდი, ლევუკა ფიჯიში);
  • იაპონიის ეკოტურიზმის ჯილდოს მიმნიჭებელი კომისიის წევრი (გარემოს დაცვის სამინისტრო);
  • ავტორი გავლენიანი კვლევებისა DMO-ს განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობაზე დაფუძნებული ტურიზმისა და ლანდშაფტის დაგეგმვის თემატიკაზე;
  • ურბანული დაგეგმვის იაპონიის საზოგადოების საბჭოს წევრი