აშშ - ის საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აშშ - ის საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს

მათთვის, ვინც წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციულ პერსონალს, მათ შორის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ან იღებს პოლიტიკურ/სამართლებრივ გადაწყვეტილებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, საქართველოში აშშ - საელჩოს სექცია (PDS), უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში, აცხადებს მნიშვნელოვან საგრანტო კონკურსს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

 

მნიშვნელოვანი მიმართულებები:

  • კვლევის ადმინისტრირება შეერთებული შტატების უნივერსიტეტში: ორგანიზაცია და ფუნქცია;
  • სპონსორების მოთხოვნების იდენტიფიცირება: ამერიკული მოდელი;
  • სწორი და დროული რეაგირება/უკუგება წერილებზე;
  • ეფექტიანი ბიუჯეტირება (პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები);
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • უნივერსიტეტისთვის სასარგებლო საქმიანობის წახალისება;
  • ახალი იდეების/წინადადების შემუშავება;
  • პარტნიორობა სხვა უნივერსიტეტებთან: ერთობლივი კვლევითი წინადადებები/პროექტები;
  • კურსდამთავრებულთა ჩართულობის ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაცია დონორებთან;
  • ფონდების მოზიდვის პრინციპები და წარმატებული დაფინანსების კამპანიების საფუძვლები.

 

დამატებითი ინფორმაცია: https://ge.usembassy.gov/ucbp/