მობილობა პორტოს უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

მობილობა პორტოს უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

პროგრამა „Erasmus+”-ის ფარგლებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოცხადდა მობილობა პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში.

 

პარტნიორი უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს ყველა ხარჯის (მგზავრობა, საცხოვრებელი, ყოველდღიური ხარჯები) დაფინანსებას.

 

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უმოკლეს დროში განაცხადი უნდა გააკეთონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის მეილზე: international@gruni.edu.ge სახელის, გვარისა და ტელეფონის მითითებით.