სულხან გამყრელიძის მასტერკლასი

სულხან გამყრელიძის მასტერკლასი


8 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - სულხან გამყრელიძემ ბათუმის წარმომადგენლობის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარა.

 

პროფესორმა საერთაშორისო კერძო სამართლის აქტუალური საკითხების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა, კერძოდ, მან ისაუბრა საერთაშორისო კერძო სამართალში შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდზე, ფიზიკური პირების ქმედუნარიანობაზე, სამართლებრივ გარიგებებში კეთილსინდისირების დაცვაზე, არჩევის პრინციპსა და გამოსაყენებელ სამართალზე, როცა მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო კერძო სამართალში „culpa in contrahendo“-ს პრინციპზე, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების, უსაფუძვლო გამდიდრებისა და დელიქტების ინსტიტუტებზე.

 

პრეზენტაციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია და გაგრძელდა დიალოგის ფორმატში.

 

 

საკონტაქტო პირი: ია ხურციძე - i.khurcidze@gruni.edu.ge