კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2019 წლის 15 ოქტომბრიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, ბიზნესისა და მართვის სკოლებში საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

 

მედიცინის სკოლა

  1. პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (თერაპიული სტომატოლოგია)
  2. ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ნევროლოგია)
  3. ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (პაროდონტოლოგია)
  4. პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  5. ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული (მიკრობიოლოგია, ფარმაკოლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  6. ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ნეიროქირურგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  7. ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, იმუნოლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  8. ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (რადიოლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  9. ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული (ქირურგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  10. ასისტენტი - ერთი საშტატო ერთეული (ნევროლოგია) (ინგლისურენოვანი პროგრამა)

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა

  1. პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული - ეკონომიკა (ეკონომიკური თეორია და ისტორია)
  2. პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული - ეკონომიკა (ეკონომიკური თეორია და პოლიტიკა) (ინგლისურენოვანი პროგრამა)
  3. ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული - (ტურიზმი)

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

  1. პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (ფსიქოლოგია)
  2. პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კლინიკური ფსიქოლოგია)

 

სამართლის სკოლა

  1. პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კერძო სამართალი)

 

ბათუმის წარმომადგენლობისათვის:

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული - ინგლისური ენა

 

  1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 7 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით.
  2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 7 წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით.
  3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
  4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 წლის ვადით.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები: პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის, არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის, არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

 

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და გასაუბრების საფუძველზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

  • აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი კრიტერიუმები/ინდიკატორები: 
  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი ;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • თემის ხელმძღვანელობა/ ოპონენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია;
  • პროფესიული განვითარება;
  • კვლევა/მონოგრაფია/სახელმძღვანელო;
  • საერთაშორისო აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო აკადემიური ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
  • ციტირება

 

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ.

  • პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ქართული, ინგლისური);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია - CV (ქართული, ინგლისური) შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;

  • ორი ფოტოსურათი;
  • განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სამეცნიერო შრომების ნუსხა - უნივერსიტეტის ფორმით (ქართული, ინგლისური)

ი) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია;

კ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ლ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც უზრუნველყოფს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვას.

 

დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით

შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 10 დეკემბერს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე.

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge ; n.kubaneishvili@gruni.edu.ge

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) და სამეცნიერო შრომების ნუსხის ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge,