თანამშრომლობა „Erasmus+” - თან გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა „Erasmus+” - თან გრძელდება


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს საერთაშორისო გაცვლით პროგრამა “erasmus +”-თან და ახორციელებს როგორც სტუდენტთა, ისე პროფესორ-მასწავლებელთა მობილობას სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტში, რაც ცოდნისა და გამოცდილების შეძენისა და გაზიარების შესანიშნავი შესაძლებლობაა თითოეული მათგანისათვის.

 

ამჟამად იწყება მობილობის შემდეგი ეტაპი და სტუდენტები და პედაგოგები მიემგზავრებიან სხვადასხვა უნივერსიტეტში, ნაწილი კი უბრუნდება მშობლიურ კერას:

 

ბათუმის წარმომადგენლობის სამართლის სკოლის სტუდენტმა მარიამ კასიტერიდიმ 2018 წლის შემოდგომაზე გაიმარჯვა „Erasmus + “- ის შესარჩევ ტურში და ერთი სემესტრით მივლინებულია პოლონეთში, ლაზარსკის უნივერსიტეტში.

 

2017-2018 წლის სემესტრში ბათუმის წარმომადგენლობის კიდევ ორმა სტუდენტი -ლაშა ლამპარაძე და ლონდა შავაძე, ერთ სემესტრს სწავლობდა პორტოში, პორტოს უნივერსტეტში.

 

2018-2019 წლის სასწავლო სემესტრია პოლონეთში, იან კოხონოვსკის უნივერსტეტში, იმყოფებიან ბიზნესის სკოლის სტუდენტები გიორგი ნოზაძე და ნიკა კოდიაშვილი. დაბრუნების შემდეგ პოლონეთში გავლილ საგნებს რობაქიძის უნივერსიტეტი უღიარებს და ამის შესაბამისად გააგრძელებენ ისინი სწავლას მშობლიურ უნივერსტეტში.

 

ვუსურვებთ მათ სწავლის წარმატებით დასრულებას და დაბრუნებას.

 

უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა ინგა ცინცქილაძემ „Erasmus +”-ის პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის 8 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლექციები წაიკითხა პოლონეთში, ტორუნის ნიკოლას კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტში. პროფესორი პოლონელ სტუდენტებს ესაუბრა: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ჭრილში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის, პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტი ულოცავს მას წარმატებულ ვიზიტს პოლონეთში.

 

 თანამშრომლობა პროგრამა „Erasmus +”-თან გრძელდება.