მამარდაშვილების სტუდენტური დინასტია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მამარდაშვილების სტუდენტური დინასტია

გიორგი მამარდაშვილი - თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

სულ მაინტერესებდა როგორი იყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, რომელზეც ჩემმა დებმა შეაჩერეს არჩევანი.

 

უფროსმა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა სამართლის მიმართულებით, შუათანა კი სტუდენტია, სამართლის სკოლის პირველკურსელი. მახსოვს როგორი შიშითა და კრძალვით შეაბიჯა მან უნივერსიტეტში, დღეს კი ღია კარის დღეების ერთ-ერთი მასპინძელია, უნივერსიტეტში მას უკვე ყველა იცნობს და აფასებს.

 

რამდენიმე თვის წინ, ღია კარის დღეების ფარგლებში, როგორც 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ჩემს კლასელებთან ერთად მეც ვეწვიე უნივერსიტეტს. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა... დაგვხვდა ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, თანამედროვე აუდიტორიები, საინტერესო პროგრამები, შესაშური შეთავაზებები გაცვლითი პროგრამების სახით და, რაც მთავარია, უშუალო, მეგობრული გარემო.

 

იანვარში კვლავ დავბრუნდი უნივერსიტეტში, როგორც საშობაო სკოლის მონაწილე, რამაც საშუალება მომცა დავსწრებოდი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ლექციებსა და ტრენინგებს, ბევრი რამ ახალი გავიგე, თუნდაც რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიისა და კრიმინალისტიკის შესახებ.

 

ახლა სულმოუთქმელად ველოდები პროექტს „Teen academy” და უნივერსიტეტთან მეგობრობას ვაგრძელებ.

 

ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტია და, რა თქმა უნდა, სამართალი.

 

მიმაჩნია, რომ ეს ის კერაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსაც თავისუფლად გაეჯიბრება და ტოლსაც არ დაუდებს.

 

წარმატებას ვუსურვებ მას!