გიორგი თუხარელის მასტერკლასი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გიორგი თუხარელის მასტერკლასი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს დარგის სპეციალისტებთან, პრაქტიკოსებთან სტუდენტების შეხვედრები, საჯარო ლექციები და მასტერკლასები, რომლებიც ახალგაზრდებს შრომითი საქმიანობის დაგეგმვაში, პროფესიული მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში ეხმარება.

 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სასწავლო კურსის - „კონფლიქტების გაშუქება მედიაში“, ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერმა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა - გიორგი თუხარელმა, სტუდენტებისათვის მასტერკლასი ჩაატარა.

 

სტუმარმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტიგენტის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

 

 სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თანამშრომლობის ასპექტებმა გამოიწვია.

 

 შეხვედრის ბოლოს სტუმარმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

 

სასწავლო კურსს პედაგოგი რატი მუჯირი ხელმძღვანელობს.

 

 

საკონტაქტო პირი: ხათუნა კაჭარავა - 599 159 334