საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი სექტემბრიდან კონსულტაციებს განაახლებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი სექტემბრიდან კონსულტაციებს განაახლებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაფუძნებულმა საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრმა, წარმატებით დაასრულა მორიგი სამუშაო წელი. ცენტრი, სექტემბრიდან კვლავ მზადაა საჯარო მოხელეებს უწყვეტი და უფასო კონსულტაცია გაუწიოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.


აღსანიშნავია საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის პოპულარობისა და მასშტაბების სწრაფი ზრდა: კონსულტაციის მოთხოვნათა რაოდენობა, პირველ 6 თვესთან შედარებით, 100%-ით გაიზრდა. აპლიკანტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 25 პროცენტმა ხელმეორედ მიმართა საკონსულტაციო ცენტრს სერვისისათვის. საგულისხმოა, რომ შეკითხვების 75% ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებიდანაა შემოსული.

 

ცენტრის მუშაობაში 40 სტუდენტი იყო ჩაბმული. პროფესორის ხელმძღვანელობით ისინი ამზადებდნენ კვალიფიციურ პასუხებს, რითაც სრულყოფდნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

 

საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი, მასში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, აქტიურ მუშაობას გააგრძელებს ახალი სასწავლო წლიდან საჯარო მოხელეთათვის კონსულტაციის გასაწევად.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge