დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია


უნივერსიტეტის დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, 106-ე აუდიტორიაში გაიმართა შეხვედრა ფინკა ბანკი - საქართველოს წარმომადგენლებთან.

 

კომპანიის წარმომადგენლებმა, პერსონალის შერჩევის სპეციალისტმა ნინო სანიკიძემ, მიკრო დაკრედიტების განვითარების მენეჯერმა დესმან ლატარიამ და Performance Management სპეციალისტმა ნინო ნოდიამ, სტუდენტებს გააცნეს სამთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. პროგრამის გაცნობის შემდეგ ჩატარდა ჯგუფური გასაუბრება. შერჩეული სტუდენტები ტესტირებას და ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან ბანკის მოთხოვნების შესაბამისად.

 

გასაუბრების ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, კანდიდატები დასქმდებიან საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე. გასაუბრებაში მოანაწილეობდნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი; ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge