ანა ფირცხალაშვილის ვიზიტი გერმანიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ანა ფირცხალაშვილის ვიზიტი გერმანიაში


GIZ-ის სამართლის პროგრამის ფარგლებში, შედგა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ის წარიმართა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ეგიდით. დელეგაციის შემადგენლობაში იყო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოც. პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი.

 

ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს უნივერსიტეტებისთვის იურიდიული სწავლების გერმანული გამოცდილების გაცნობას, გერმანულ უნივერსიტეტებთან კავშირების გამყარებას.

 

დელეგაციის მონაწილეები შეხვდნენ ბუცერიუსის სამართლის სკოლის ყოფილ რექტორს, პროფესორ კარსტენ შმიდტს, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს მოსამართლეს დოქტორ ფრანკ თეეგეს, ბუცერიუსის სამართლის სკოლის დეკანს  პროფესორ კლიფორდ ლარსენს, ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ევროპის სამართლის კათედრის პროფესორს, ევროპული ინტეგრაციის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ჰამბურგში, ვიცე დეკანს, პროფესორ მარკუს კოტცურს.

 

ვიზიტის შედეგად გამოიკვეთა საინტერესო საერთაშორისო თანამშროლობის შესაძლებლობები, როგორიცაა  მაგისტრის ორმაგი ხარისხის მინიჭება, კვლევის მოკლევადიანი ან გრძელვადიანი ვიზიტები დოქტორანტებისთვის, სამაგისტრო პროგრამები ევროპის კოლეჯში, საზაფხულო სკოლა ბუცერიუსის სამართლის სკოლაში და ა.შ.

 

საქართველოს დელეგაციიის პატივსაცემად  ჰამბურგის პარლამენტში გაიმართა ვახშამი.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge​