გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ლაზარსკის უნივერსიტეტში ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ლაზარსკის უნივერსიტეტში ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში

2016 წლის 11 აპრილიდან 18 აპრილამდე, ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გამსახურდია იმყოფებოდა ლაზარსკის უნივერსიტეტში (პოლონეთი). ლაზარსკის უნივერსიტეტში ვიზიტის დროს პროფესორი თამარ გამსახურდია შეხვდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის როგორც იმ სტუდენტებს, რომლებიც ერაზმუს + (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში სწავლობდენ ამ უნივერსიტეტში, ასევე სხვა ქართველ სტუდენტებს. ვიზიტის ფარგლებში თამარ გამსახურდიამ მაგისტრანტებს ჩაუტარა მოკლე კურსი კორპორაციათა ფინანსებში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად მოწყობილ ღონისძიებაში და მულტინაციონალურ ღონისძიებაში, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

 

პროექტი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26