გამარჯვება სტუდენტურ კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამარჯვება სტუდენტურ კონფერენციაზე

2015 წლის 8 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. სოციალურ მეცნიერებათა სექციაში სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მესამე დონის სტუდენტმა მირანდა თედეშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „სოციალური უტოპიები როგორც პოლიტიკური გზავნილები“ (ხელმძღვანელი: ფილოსოფიის დოქტორი გიორგი თავაძე). ჟიურის გადაწყვეტილებით, აღნიშნულმა მოხსენებამ მიიღო უმაღლესი შეფასება ნომინაციაში „საუკეთესო კვლევითი ნაშრომი“.