ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, გიგა გიგაშვილის, გიორგი ხუროშვილის და საბა ფიფიას შემადგენლობით  მონაწილეობა მიიღო   ბრიტანეთის სამართლის ცენტრისა და ბულგარეთის უზენაესი სასამართლოს მიერ  ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესში.ღონისძიებაში, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, ევროპის 35 ქვეყნის 80-ზე მეტი წამყვანი უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა.

 სასამართლო პროცესებში მონაწილეობის პარალელურად უნივერსიტეტის სტუდენტბმა მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, რომელიც  ბულგარეთის სახალხო ასამბლეის პრეზიდენტთან, ბულგარეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და გაერთიანებული სამეფოს ელჩთან ბულგარეთის რესპუბლიკაში, გაიმართა . იმიტირებული სასამართლოს პროცესების დასრულების შემდეგ, სტუდენტებს  მიღწეული წარმატებისათვის  სერთიფიკატები გადეცათ.  პროექტი 50 % დაფინანსებული იყო ბრიტანეთის სამართლის ცენტრის მიერ. დანარჩენი ხარჯები  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა უზრუნველყო

ორგანიზატორები:  ბრიტანეთის სამართლის ცენტრისა და ბულგარეთის უზენაესი