სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ვარშავაში (პოლონეთი)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ვარშავაში (პოლონეთი)


2012 წლის 14-18 ნოემბერს ვარშავი ეკონომიკი სკოლის სტუდენტური ასოციასიის ინიციატივით ვარშავასა და კრაკოვში ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია - „გამოცდილების გაზიარება“ (Exchange For Experience Conference 2012). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა. კონფერენციის მიზანი იყო სხავდასხვა ქვეყნის სტუდენტებისვის მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოთ ერთმანეთი და გაეზიარებინათ ერთანეთს გამოცდილება.

 

ქართულ მხარეს წარმოადგენდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ხუთკაციანმა დელეგაცია:

 

  1. დავით სარიშვილი - თვითმმართველობის პრეზიდენტი 
  2. ნინი ახვლედიანი 
  3. ირაკლი მდინარაძე 
  4. გვანცა კოკოლაძე 
  5. მაკა გამისონია

 

კონფერენცია გახსნეს ქართველმა სტუდენტებმა და წარადგინეს ორი პროექტი: 1) სტუდენტური ფესტივალი 2012 „ვისწავლოთ და ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“ და 2) „FLASHMOB“ რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

გალა ცერემონიალზე ქართველ სტუდენტთა მიერ წარდგენილმა პროექტებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა კრეატიულობაში, ინოვაციაში, მასშტაბურობაში, აქტიურობასა და ორიგინალურობაში.

 

კონფერენციაზე დაისახა მომავალი ურთიერთობის გეგმები და ურთიერთთანამშრომლობის გზები. კონფერენციის მონაწილე უცხო ქვეყნის სტუდენტებმა გამოთქვეს საქართველოში ჩამოსვლის და სტუდენტურ კონფერენციებსა თუ ფესტივალში მონაწილეობის მიღების სურვილი. სტუდენტების კონფერენციაში მონაწილეობა უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, საცხოვრებელი და კვება – პოლონეთის მხარემ.