სასწავლო ტური არმაზში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ტური არმაზში

კვირას, 22 მარტს, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებმა ქალბატონ მაია მელაძის ორგანიზებით პირველი გასვლითი სასწავლო ტური მოვაწყვეთ არმაზში, რომელსაც შეგვიძლია პირველი ექსტრემალური ლაშქრობაც ვუწოდოთ.
ყველა სტუდენტი დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მიკროავტობუსით გავეშურეთ კარსანისაკენ და ფეხით გავაგრძელეთ გზა წმინდა ნინოს ბაზილიკამდე, სადაც ერთ დროს არმაზის კერპი იდგა. მცხეთისა და მისი შემოგარენის ზემოდან დათვალიერების შემდეგ ერთ-ერთი რთული გზა ავირჩიეთ არმაზის დასალაშქრად. დაძაბულობისა და ცოტაოდენი შიშის მიუხედავად ერთ საათში არმაზის ციხეს მივადექით, ვტკბებოდით ლამაზი ხედებით და ვუსმენდით ჩვენს გიდს, ბატონ ერეკლე უგრელიძეს, რომელიც საინტერესოდ მოგვითხრობდა არმაზის ისტორიას. შემდეგ გზა გავაგრძელეთ მდინარისპირა ბილიკით და დავათვალიერეთ არმაზის სამონასტრო კომპლექსი. არმაზისხევის პიტიახშების სამოსახლოს მონახულებისა და სადილის შემდეგ დავბრუნდით დედაქალაქში საინტერესო შთაბეჭდილებებითა და შეგრძნებებით.
               
 
  ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობის III დონის სტუდენტი
                                                    თათა ბიჭაშვილი