გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართველ მანდილოსნებს ქალთა დღესასწული- აქცია „ჩემი თბილისის ქალბატონები“ ფარგლებში მიულოცეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართველ მანდილოსნებს ქალთა დღესასწული- აქცია „ჩემი თბილისის ქალბატონები“ ფარგლებში მიულოცეს.

სპეციალურად ამ დღისთვის მორთული საზაფხულო ავტობუსი, ათეულობით კონა ყოჩივარდა და ია - ეს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული აქცია \"ჩემი თბილისის ქალბატონები\" მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

 

8 მარტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართველ მანდილოსნებს ორიგინალურად მიულოცეს.

 

ქალაქში მოძრავი საზაფხულო ავტობუსიდან, უნივერსიტეტის ლოგოტიპიან მაისურებში გამოწყობილი სტუდენტები, მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში მოსიარულე ქალბატონებს ყვავილებს ურიგებდნენ და ულოცავდნენ ქალთა დღეს.

 

აქცია გვიან ღამით დასრულდა. მიზანი მიღწეული იყო.  სტუდენტებმა ათეულობით უცნობი ქალბატონის ბედნიერი ღიმილი დაიმსახურეს.