სამეცნიერო-კვლევითი პროექტი - თომას პეინი: „საღი აზრი“ (ქართული თარგმანი გამოკვლევითა და შენიშვნებით)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო-კვლევითი პროექტი - თომას პეინი: „საღი აზრი“ (ქართული თარგმანი გამოკვლევითა და შენიშვნებით)

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დააფინანსა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, მწერლისა და პუბლიცისტის, პუბლიცისტი. XVIII საუკუნის განმანათლებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ომას პეინი (ინგლ. Thomas Paine; . 9 თებერვალი, 1737, თეტფორდი, დიდი ბრიტანეთი. 8 ივნისი, 1809, ნიუ-იორკი, აშშ) უმნიშვნელოვანესი ნაშრომის „საღი აზრი“ (Common Sense, 1776) ქართული თარგმანის შესრულებას. თარგმანს თან ერთვის სათანადო შენიშვნები და გამოკვლევა ამ ტექსტის შესახებ. პროექტი დაიწყო 2011 წლის 27 ივნისს და დასრულდება 2012 წლის 27 თებერვალს.

ომას პეინი ამ ტექსტის ქართულ თარგმანს შეასრულებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე, ხოლო ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქციას კი გააკეთებენ ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, პროფესორები: თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე.