Dental Spring

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


Dental Spring

 

2009 წლის 27 თებერვალს გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების პირველი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - Dental Spring. \'კონფერენცია ორი ბლოკისგან შედგებოდა. პირველ ბლოკში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტის და 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოისმინეს ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსის, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ბნ. ოთარ ვასაძის მოხსენება მენეჯმენტის საფუძვლებზე. ფარმაცევტული კოპმანია “პალინგენესის” აღმასრულებელი დირექტორმა, პათანატომმა,  ქნ. დეა ყოლბაიამ ისაუბრა პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ცვლილებებზე - ენდოკრინული დაავადებების დროს და მოკლედ მიმოიხილა მედიცინის და სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორიული  განვითარება.

მეორე ბლოკში ჩვენი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელებმა წარმოადგინეს თავიანთი სამეცნიერო თემები. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა და დააჯილდოვა სამი გამარჯვებული: ქეთევან ნინუა და თემურ უბირია, ეკატერინე მაჭავარიანი, ნინო გვასალია. მარი ჩიხრაძემ დაიმსახურა პრიზი – ჟიურის სიმპატია. კონფერენციის ყველა მონაწილემ მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები კომპანია გლაქსოსმიტკლაინისგან.

კონფერენციის ორგანიზატორები:
მედიცინის ფაკულტეტის V დონის სტუდენტები ზურაბ ალხანიშვილი და ლანდა ლურსმანაშვილი.