დოქტორანტ გიორგი თავაძის მოხსენება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დოქტორანტ გიორგი თავაძის მოხსენება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ თევზაძის მოწვევით, 2012 წლის 27 იანვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, იოანე პეტრიწის საფილოსოფიო საზოგადოების სხდომაზე (16:00 სთ.), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე წაიკითხავს მოხსენებას თავისი სადისერტაციო ნაშრომის („ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი ფილოსოფიური დისციპლინის დაფუძნების შესახებ") საკვლევი თემატიკის შესახებ.