დასრულდა საგრანტო პროექტი თომას პეინი – „საღი აზრი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


დასრულდა საგრანტო პროექტი თომას პეინი – „საღი აზრი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში დასრულდა მუშაობა ერთწლიან საგრანტო პროექტზე (თომას პეინი, „საღი აზრი“, თარგმანი, წინათქმა, შესავალი სტატია, შენიშვნები და კომენტარები). პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა საქართველოში აშშ საელჩოს წიგნების თარგმანის პროგრამის ფარგლებში.

 

თომას პეინის ნაშრომი „საღი აზრი“ თარგმნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორმა, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწემ გიორგი თავაძემ. თარგმანის სამეცნიერო რედაქტორები არიან ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ დოდო ლაბუჩიძე. აღნიშნული თარგმანი გამოიცა გამომცემლობა „ნეკერის“ მიერ.