შეხვედრა გერმანული სადაზღვევო კომპანიის ALLIANZ-ის წარმომადგენელთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა გერმანული სადაზღვევო კომპანიის ALLIANZ-ის წარმომადგენელთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და გერმანული სადაზღვევო კომპანიის ALLIANZ-ის ფინანსისტთან. ბატონი ჰერბეტ ბიმანი თანამშრომლობს გერმანიის ჰაიდენ ჰაიმის უნივერსიტეტთან, რომელთანაც გრიგოლ რობაქიძის  უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიეთანამშრომლობის მემორანდუმი. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ რომ ბატონი ბიმანი წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩაატარებს მასტერკლასს გლობალური ფინანსური ბაზრების და ფინანსური რისკების შესახებ.