ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2009 წლის 12 ივნისს გორის უნივერსიტეტის გივი ხაჩიძის სახელობის საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში (ატენის ხეობა, მე-16კმ.) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, გორის უნივერსიტეტსა და კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიურ ცენტრს (CCFPNTCRM) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.                                                    
                          
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას მეცნიერებისა და აკადემიურ სფეროებში, ინტეგრაციას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა განვითარებაში, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის მიმართულებით ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას,  ინტერდისციპლინარული სასწავლო კურიკულუმების შემუშავებას.
 
ღონისძიება დასრულდა სტუდენტთა ნაშრომების გამოფენითა და კონცერტით.