“მეფეს გაუმარჯოს!...”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“მეფეს გაუმარჯოს!...”

2009 წლის 11 აპრილს თეიმურაზ ფაფერაშვილის შემოქმედებით სახელოსნოში ჩატარდა ჩვენება-განხილვა პუბლიცისტური ტელეგადაცემისა “მეფეს გაუმარჯოს!...” გადაცემის ავტორი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის III დონის სტუდენტი ეკატერინე მამამთავრიშვილი შეეცადა ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის ფონზე განეხილა ჩვენი სინამდვილისათვის ერთობ ეგზოტიკური იდეა, საქართველოში მეფის ინსტიტუტის აღდგენისა და ამასთან დაკავშირებული მეტად თავისებური და, ხშირ შემთხვევაში, უცნაური მოვლენები. გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს მონარქიის აღდგენის მომხრეებმა და ქართული თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა.