,,ღირსების დეფიციტი დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში”

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


,,ღირსების დეფიციტი დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში”

2009 წლის 4 აპრილს თეიმურაზ ფაფერაშვილის შემოქმედებით სახელოსნოში ჩატარდა პრაქტიკულ-თეორიული კონფერენცია თემაზე ,,ღირსების დეფიციტი დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში”. მომხსენებლებმა, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის III დონის სტუდენტებმა მარიტა თევზაძემ და თამარ კარელიძემ განიხილეს ის რთული და არაერთმნიშვნელოვანი  საზოგადოებრივი რეალობა დღევანდელ საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე ღა კვალი დაასვა ქართულ საზოგადოებას პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა, როგორი დეფორმირება განიცადა, როგორც ცალკეული მოქალაქის სულიერმა სამყარომ, ასევე მთლიანობაში საზოგადოებამ, რომელმაც სამწუხაროდ ვერ შეძლო კონსოლიდაცია საერთო ეროვნულ ფასეულობათა გათვალისწინებით.