შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან

ორშაბათს, 14:15 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პროგრამის ფარგლებში, მოდელირებული პრესკონფერენცია, პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილთან გაიმართა.

 

სტუდენტებმა მოწვეულ რესპონდენტს, რომელმაც თემაზე „განათლების სისტემა, რეფორმა და შედეგი“ ისაუბრა წინასწარ მომზადებული შეკითხვები დაუსვეს. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ კი, მოდულის ხელმძღვანელმა სულხან მელაძემ სტუდენტებთან ერთად, პრესკონფერენციის წარმართვის სუსტი და ძლიერი მხარეები განიხილა. შეხვედრა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.