სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალის „კენტავრი 2012“ გამარჯვებულების დაჯილდოება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალის „კენტავრი 2012“ გამარჯვებულების დაჯილდოება

სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალის „კენტავრი 2012“ გამარჯვებულიების დაჯილდოება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფესტივალს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უკვე მეოთხე წელია მართავს. ფესტივალი „კენტავრი“ მონაწილე სტუდენტთა ნამუშევრების განხილვით 25 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაიწყო.

 

ნამუშევრებს აფასებდა ჟიური, ტრადიციული შემადგენლობით: ჟიურის თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, პროფესორი - თემურ ფაფერაშვილი, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი - მარინა ვეკუა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - მარინა ხარატიშვილი.

 

ჟიურიმ წელს სამ ნომინაციაში გამოავლინა ფესტივალის გამარჯვებული: საუკეთესო პუბლიცისტური გადაცემის საავტორო პროექტი, საუკეთესო ოპერატორისა და საუკეთესო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ნომინაცია. ფესტივალში გაიმარჯვეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტურის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრებმა.