გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საფრანგეთის ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საფრანგეთის ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა საფრანგეთის ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

 

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

 

ფრანგულ მხარეს წარმოადგენდა საფრანგეთის ელჩის მრჩევევლი თანამშრომლობის დარგში ჟილ კარასო და მისი თანაშემწე ანაის გულკო.

 

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სტუმრებს დაუდასტურა პატივისცემა და მემორანდუმის ფარგლებში, ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

საფრანგეთის ელჩის მრჩევევლმა ჟილ კარასომ დიდი მადლობა გადაუხადა რექტორს საფრანგეთთან და ფრანგულ საგანმამათლებლო წრეებთან ურთიერთობის გამოხატვის სურვილისთვის და სრული მხარდაჭერა აღუთქვა მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხორციელებაში.

 

მემორანდუმი თავისი შინაარსით განსაკუთრებულია, რადგან სტუდენტებთან ერთად, ლექტორთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

 

ურთიერთთანამშრომლობის მეორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია/სემინარები, რაც უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაცვლა/გაზიარებას ემსახურება.